გიორგი რურუა

რურუა: სუს-იდან მივიღე უწყება, საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს

გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც რურუა წერს, საქმე სახელმწიფო გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს

"საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება.

საქმე აღძრულია გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.

აშკარად შეეშალათ მისამართი.

სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა,ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის?! მგონი ბიძინა ჰქვია და გვარი - ი ასოზე იწყება.

ცირკია მა რა არიი - როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან.

საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა". - წერს გიორგი რურუა Facebook-ზე.

კომენტარები