გიორგი რურუა

POG: გიორგი რურუაზე თავდასხმაში მონაწილე პატიმრებს ბრალი წარედგინათ, გამოძიება გრძელდება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმაში ბრალდებულ პატიმრებს, პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს. ბრალი წარედგინათ.

იწყების ინფორმაციით, პატიმრებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ცემას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

გიორგი რურუას N8 პენიტენციურ დაწესებულებაში თავს 2 ნოემბერს დაესხნენ. მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომენტარები