გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ბერბოკი უკრაინაში ბოლოს მიმდინარე მაისში ჩავიდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე მერვედ იმყოფება.
"ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ამ სისასტიკეს ჩვენი ადამიანურობითა და მხარდაჭერით, რათა უკრაინელებმა არა მხოლოდ გადაიტანონ ზამთარი, არამედ მათი ქვეყანა გადარჩეს. ისინი მთელი ევროპის თავისუფლებასაც იცავენ" – თქვა ბერბოკმა კიევში ჩასვლისას.