კრიმინალი

იტალიაში ტანსაცმლის მოპარვისთვის ძებნილი, 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

105TV

იტალიაში, პოტენცის პროვინციაში ძვირადღირებული ტანსაცმლის მოპარვისთვის ძებნილი, 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა, ხოლო 38 წლის ქართველზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული - ბრიანცის პოლიციამ ქართველი რუტინული შემოწმებისას აიყვანა.

იტალიური გამოცემა 105TV-ს ცნობით, ბრალდებულმა ათობით ძვირადღირებული, დიზაინერული ტანსაცმლის მოპარვა შეძლო.

კომენტარები