გია ხარჩილავა

მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის გარდაცვალების გამო - კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. 

"საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს". - კობახიძის განცხადებას აქვეყნებს მთავრობის ადმინისტრაცია. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა დღეს, 2 ნოემბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.  IPN-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

წალენჯიხა ერთადერთი თემია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

მაშინ პარტია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხარჩილავამ ხმათა 51.11% დააგროვა, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 48.89%.

ხარჩილავა 2006-2010 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 

კომენტარები