წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა ინტერპრესნიუსი ავრცელებს. IPN-ის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
წალენჯიხა ერთადერთი თემია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.
მაშინ პარტია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხარჩილავამ ხმათა 51.11% დააგროვა, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 48.89%.
ხარჩილავა 2006-2010 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.





