პაკისტანში პოლიციის ფურგონის აფეთქებას შვიდი ადამიანი, მათ შორის ხუთი სკოლის მოსწავლე და ერთი პოლიციელი, ემსხვერპლა. დაშავებულია 23 ადამიანი.
"სამიზნე პოლიციის ფურგონი იყო, რომელსაც პოლიომიელიტის (რედ. - ამცრელი) ჯგუფი უნდა აეყვანა". - თქვა პოლიციის უფროსმა გამოცემა Reuters-თან საუბრისას.
აფეთქება გოგონათა სკოლასთან გაჩერებულ მოტოციკლზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შედეგად მოხდა.
ქვეყნის პრემიერმა, შეჰბაზ შერიფმა თავდასხმა დაგმო.
ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.
ბოლო პერიოდში პაკისტანში ტერაქტების რიცხვმა მოიმატა. 29 ოქტომბერს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა თავდასხმას ჯანდაცვის სამინისტროს ოფისზე, რომელიც კარდაკარ პოლიომიელიტის აცრის კამპანიას აწარმოებდა.
მანამდე, ისლამისტ ტერორისტებს პოლიომიელიტის აცრის პროგრამაში ჩართული ჯგუფების წინააღმდეგ ტერაქტები მოუყწვიათ. ისინი შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ, რომ პოლიომიელიტის აცრის კამპანია სინამდვილეში დასავლეთის მხრიდან სტერილიზაციის პროგრამას წარმოადგენს.