არჩევნები 2024

უიკერი: ვიზიარებთ ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი

გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე წავიდა, რათა ესარგებლათ საკუთარი დემოკრატიული უფლებით, აირჩიონ მათ ახალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, რაც მათ მიიღეს იყო ფარსი. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა მასობრივი დარღვევებით, მათ შორის, დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვითა და შედეგებით, რომელიც მკვეთრად იყო აცდენილი სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინა არჩევნების ტენდენციებისგან.

ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის [სალომე] ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი და [რომ არჩევნები] არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვიდან გამაგრებულ ქართული ოცნების პარტიას როგორც ჩანს მიაჩნია, რომ რუსეთისა და მის ავტორიტარულ ღერძთან ერთად, მათაც შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს დემოკრატიული მოკავშირეების გადავლისთვის მოცდა. ისინი ცდებიან.

ამ არჩევნების მანიპულაცია დარტყმაა არა მხოლოდ საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, არამედ, თუ დაშვებული იქნება, რომ ასე დარჩეს, ქვეყნის ხანგრძლივი ევროატლანტიკური მისწრაფებების დასასრულიც იქნება - და შესაძლოა მისი სუვერენიტეტისაც კი. ამ საარჩევნო გაყალბებასა და მის არალეგიტიმურ შედეგებს მკაფიოდ და გადაწყვეტით უნდა დავუპირისპირდეთ. მანამ, სანამ ქართული ოცნება ძალაუფლებას არადემოკრატიული საშუალებებითა და ძალადობრივი ავტორიტარების მეურვეობით ეჭიდება, ისინი მოიმკიან იმ უპატივცემულობასა და იზოლაციას, რომელსაც ისინი სავსებით იმსახურებენ.

წერს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, როჯერ უიკერი, 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები