მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვგონია, რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. და თუ აქ ვინმეს, ამ ინსტიტუციაში ჩადენილი აქვს რამე დანაშაული, ჩემიდან დაწყებული, მე მზად ვარ, ვაგო შესაბამისი პასუხი.
მე დიდი ინტერესით დაველოდები და მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ყველა ის პირი, ვინც აცხადებს, რომ აქვს ხელთ გაყალბების ფაქტები, ამ ფაქტებს წარადგენს შესაბამის ინსტიტუციაში ობიექტური და ჭეშმარიტი გამოძიებისთვის, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ყველამ მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საარჩევნო პროცესი გადაიქცა ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ბრალდების ასპარეზად, თითქოს გამოცხადებულია ერთგვარი შეჯიბრი, ვინც უფრო მეტ რაღაც სიახლეს ამ ფაქტებთან მიმართებით წარმოაჩენს, გამოაქვეყნებს თუ ა.შ.
ამ შემთხვევაში საუბარია მტკიცებულებებზე დას თუ ვინმეს რამე ასეთი მტკიცებულება გააჩნია, ცხადია, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ საზოგადოებას შევატყობინოთ ობიექტურობა და სიმართლე.





