ტურიზმი

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე იფრენს

2025 წლის 12 აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში Edelweiss შემოდის. შვეიცარიული ავიაკომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე გლობალური საავიაციო ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხი - სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით  აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები. ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს,’-’განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც  Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.

ბილეთების ყიდვა Edelweiss-ის და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზე უკვე შესაძლებელია.

კომენტარები