რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვი და კრივოი როგი დაბომბა, არიან დაღუპულები

ხარკოვის დაბომბვის შედეგები
Pravda.ua

29 ოქტომბერს რუსეთმა ხარკოვი და  კრივოი როგი დაბომბა. 

ხარკოვში, დაახლოებით 3:00 საათზე დაიბომბა ოსნოვიანსკის რაიონი. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაინგრა 2 საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა 20-მდე ნაგებობა.

ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეჰ სინეგუბის თქმით, მაშველებს ნანგრევებიდან დაშავებულები ამოყავთ.

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კრივოი როგზე. შედეგად დაიღუპა ერთი 39 წლის კაცი, დაშავდა 14 ადამიანი, 10 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა 11 მრავალბინიანი სახლი, საავადმყოფო, სკოლა, ადმინისტრაციული შენობა და ავტოფარეხები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები