არჩევნები 2024

ბაჩიაშვილი არჩევნებზე: რუს სპეცსამსახურებთან ერთად კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო

ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია რუს სპეცსამსახურებთან ერთად, ამის თავი, რა თქმა უნდა, სუს-ს არ ჰქონდა, თუმცა, სუს-ი ჩართული იყო თავიდან ბოლომდე ამ გაყალბებაში, მათ უზარმაზარი ზომის კარუსელები დაატრიალეს, დაბეჭდეს უამრავი პირადობა, ივანიშვილის ტერმინს გავიხსენებ და საოცარად გაზარდეს ამომრჩეველთა რაოდენობა გარკვეულ სოფლებში. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არავინ მიიღებს რუსეთის, ბელარუსის და მსგავსი, რუსეთის მარიონეტი სახელმწიფოების და რეჟიმის გარდა.

 ხალხის ერთობას ყოველთვის აქვს შედეგი. ყველა უნდა დადგეს მტკიცედ, დღეს წყდება ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ უნდა დავუშვათ 1917 წლის გამეორება.

ამბობს ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, TV პირველთან საუბარში.

კომენტარები