არჩევნები 2024

კალაძე: წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, შეუძლებელია ამ ელექტრონული სისტემით გაყალბება

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ზუსტად ისეა მათი მდგომარეობა. ხავსიც აღარ დარჩათ უკვე. რას ეკიდებიან, თვითონაც არ იციან. წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ამ ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს. თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ იმ 1 120 000 ადამიანის განწყობას, დამოკიდებულებას და ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში.

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის მტკიცებაზე, რომ ვერიფიკაციის აპარატები მონაცემების დუბლირების საშუალებას იძლეოდა.

კომენტარები