როგორც კი რამე მოხდება, ეგრევე რუსეთს აბრალებენ ჩარევას. ეს ასე არ არის, არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ეს განცხადებები უსაფუძვლო ხასიათს ატარებს. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს არჩევნების შედეგებში. სხვათა შორის თავად ქალბატონი პრეზიდენტიც ამბობდა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, ზუსტად არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდა ქართული საქმეა.
დმიტრი პესკოვი
პესკოვი არჩევნებზე: ეს ქართველი ხალხის არჩევანია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნები არ ჩაერიონ
tbl.ge/6y6f
დაკოპირდა

თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ამავე თემაზე
- TOMAHAWK-ები სერიოზული იარაღია, მაგრამ ფრონტზე ვითარებას ვერ შეცვლის
- პესკოვი: პუტინი არასდროს იღებს შვებულებას
- პესკოვი რუსული ღონისძიებების გაუქმებაზე: ვწუხვართ, რომ ბაქომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
- პესკოვი: ვერ გამოვრიცხავთ, რომ სერბეთში ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიები გამოიყენება
- პესკოვი: უბიძგო რუსეთს დაიწყოს მოლაპარაკებები შეიძლება არგუმენტებით, წნეხით – შეუძლებელია




