კოლექტიური დასავლეთი დიდი ხანია ოცნებობს "უკრაინულ სცენარზე" საქართველოში. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკვე კივის რუსეთის ჩარევაზე და ვითომ ფალსიფიკაციაზე. ევროკავშირი იმუქრება რომ მორიგ სამიტზე "საქართველოს საკითხს" განიხილავს. მაგრამ ბატონები, რუსეთი კი არ ერევა, არამედ ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერაფრით შეეგუა იმას, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო სუვერენული განვითარების საკუთარ გზას ირჩევს და მათ ვასალობაზე უარს აცხადებს.
ქართველები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ. ხმა არა პრორუსულ, როგორც ამას მედასავლეთეები და მათი მარიონეტები ცდილობენ წარმოადგინონ, არამედ ეროვნული ინტერესების დაცვისა და დამოუკიდებლობის კურსს მისცეს.