მე მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ძალიან მადლობლები ვართ ყველანი ამ განცხადებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრებს გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას.
თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, რომ მოსახლეობა დაიცვათ, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც თქვენ დაიცავით საქართველო როცა ხელისუფლებამ მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების მერე, უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას გვერდით, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არ იქნა, არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს.





