უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ქართულ ოცნებას გამარჯვებას შედეგების გამოქვეყნებამდე ულოცავს.
"ვულოცავ პრემიერმინისტრ კობახიძესა და ქართული ოცნების პარტიას მათ აურაცხელ გამარჯვებას დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს თავიანთი ხმა გააჟღერეს!". - წერს ორბანი.
ჯერჯერობით ცესკოს შედეგები არ გამოუქვეყნებია. ეგზიტპოლებს შორის მხოლოდ TV იმედის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. Edison Research-ის მიხედვით, მმართველმა პარტიამ 40.9%, შესაძლო ოპოზიციურმა კოალიციამ კი 51.9% მოიპოვა.
სამთავრობო მედია TV იმედის ეგზიტპოლების შედეგებს ოფიციალურ შედეგებთან შედარებით აცდენის მრავალწლიანი ისტორია აქვს.





