სამთავრობო მედია Imedi TV-ის ეგზიტპოლების შედეგებს ოფიციალურ შედეგებთან შედარებით აცდენის მრავალწლიანი ისტორია აქვს.
2014 წლის თბილისის მერის არჩევნების პირველი ტური:
- იმედის ეგზიტპოლი აჩვენებდა, რომ დავით ნარმანია ხმების 51.2%-ს აიღებდა.
- მან პირველ ტურში 46.09% აიღო.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:
- პირველ ტურში იმედის ეგზიტპოლმა სალომე ზურაბიშვილს 57% დაუწერა.
- მისი ოფიციალური მხარდაჭერა 38.64% იყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ნაწილი:
- იმედმა "ქართულ ოცნებას" 54%-იანი მხარდაჭერა დაუწერა.
- ოფიციალური შედეგებით პარტიამ პირველ ტურში 48.22% აიღო.
2021 წლის თბილისის მერის არჩევნების პირველი ტური:
- იმედის ეგზიტპოლის 18:00 საათის შედეგებით, კახა კალაძემ ხმების 51.3% აიღო.
- მისი მხარდაჭერა 45.01% აღმოჩნდა.





