არჩევნები 2024

HarrisX-ის წარმომადგენელი: მიგვაჩნია, რომ ეგზიტპოლები ცვლილებისკენ იქნება გადახრილი

ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ეგზიტპოლები ამ ეტაპისთვის; გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობა ძალიან მაღალია - შეიძლება ითქვას, ყველაზე მაღალი მას შემდეგ, რაც 2012 წელს არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

ძალიან მაღალი გამოცხადების მაჩვენებელია ერთი, ეს შემიძლია ვთქვა, ასევე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის უბნებზე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა აძლევს ხმას - მე როგორც ვიცი, უბნები უკვე დაიხურება რამდენიმე საათში და საერთო ჯამში 2 მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ეს და მიგვაჩნია, რომ HarrisX-ის ეგზიტპოლები გვაჩვენებს ისეთ სურათს, რომელიც იქნება ცვლილებისკენ გადახრილი.

შედეგი იქნება მიმანიშნებელი იმისა, რომ ეს ყველაფერი გადაიხრება ცვლილებისკენ.

თქვა ჯონ როიალმა, კვლევითი კომპანია HarrisX-ის წარმომადგენელმა მთავარ არხთან საუბრისას [მთავარი არხის სინქრონული თარგმანი].

კომენტარები