არჩევნები 2024

კალაძე: უკვე გარანტირებული გვაქვს მყარი უმრავლესობა, გვჭირდება ბოლო ძალების მოკრება

ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით ქართულ ოცნებას უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, თუმცა, გვჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ...

... მოვუწოდებ ყველას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი კონკრეტული ტელევიზიების და დაჯგუფებების კოორდინირებულ მცდელობას, ხელოვნურად არეულობა შეიტანონ არჩევნების მიმდინარეობაში, რათა შექმნან ყალბი აღქმა არჩევნების მშვიდობიანი მიმდინარეობის წინააღმდეგ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისკენ, თქვენ დღეს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და წინსვლის საქმეში.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.

კომენტარები