კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბათუმში საარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა.
"აჭარაში მუქარის, ძალადობისა და საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გაძევების პროცესში მონაწილეობენ სამართალდამცველები - და პირადად პოლიციის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე [...] ბათუმის მე-2 საარჩევნო უბნიდან რამდენიმე დამკვირვებელი უკანონოდ გააძევეს. მე-16 უბანზე კი საარჩევნო პროცესი ზეწოლისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს [...] მათ შორის, ზეწოლა ხორციელდება ცესკოს კომისიის წევრებზეც.
ბათუმში, 30-ე უბანზე რეგისტრატორები იმ ადამიანების ბიულეტენებს ხელოვნურად აზიანებენ, რომლებზეც ქართულ ოცნებაში ინფორმაცია აქვთ, რომ ისინი მათი მხარდამჭერები არ არიან [...] 37-ე და 72-ე უბნებზე, ქართული ოცნების აგიტატორები უბნის შენობაში შედიან, მოქალაქეებს ემუქრებიან და აგიტაციას აწარმოებენ [...] ბათუმში ყველა საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების აგიტატორების სამარშრუტო ტაქსები დგას, რომლებშიც აგიტატორები სიებითა და ფულის ტომრებით სხედან და მოქალაქეების მოსყიდვა ადგილზე ხდება". - თქვა კუპრაძემ.





