არჩევნები 2024

ისნის 27-ე უბნის კომისიის წევრი: GORBI-ს წარმომადგენელი ხელით შემეხო

ისანში, 27 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრი სალომე გოგებაშვილი აცხადებს, რომ GORBI-ს წარმომადგენელი მას ფიზიკურად შეეხო.

საარჩევო კომისიის წევრი, სალომე გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია GORBI-ს წარმომადგენელი ამომრჩეველს სთხოვდა დაეფიქსირებინა უშუალოდ ვის აძლევდა ხმას; ასევე, ხმის მიცემის დროს, თავადაც აკვირდებოდა ამომრჩევლის პლანშეტს

სალომე გოგებაშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევის გამო, ხმის ფარულობა დაირღვა.

"უბნის გარეთ გამოვედი და დავინახე, რომ GORBI-ს წარმომადგენელი ამომრჩეველს სთხოვდა, რომ დაეფიქსირებინა უშუალოდ ვის აძლევდა ხმას - პლანშეტში, სადაც ხმა უნდა დაეფიქსირებინა ამომრჩეველს თვითონაც იყურებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ეს ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ ეს კვლევა იყო ანონიმური და ადამიანის ხმის ფარულობა იქნებოდა დაცული, რაც საბოლოო ჯამში არ იყო, რადგან დავაფიქსირე, რომ ეს ადამიანი GORBI-ს წარმომადგენელი იყურებოდა თვითონაც ამ პლანშეტში და ხედავდა ვის აფიქსირებდა ამომრჩეველი.

რის შედეგადაც ვფიქრობ, რომ ადამიანი ხმის ფარულობა დაირღვა, რაც მე ამ ქალბატონს ავუხსენი, რომ ეს იყო დარღვევა და არ შეიძლებოდა ამ საქმიანობის გაგრძელება, რის შედეგადაც ის უკვე უშუალოდ ფიზიკურად შემეხო და მითხრა, რომ ჩემი საქმე არ იყო ეს და უნდა გავსულიყავი აქედან, რის შედეგადაც დავუკავშირდი მედიას, რომ ეს იყო დარღვევა საბოლოო ჯამში.

შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული გახდა არა მხოლოდ ჩემს მიმართ სხვა კომისიის წევრების მიმართ და გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

ეს ქალი მაქსიმალურად ცდილობდა რაც შეიძლება მეტად ბილწი სიტყვები ეხმარა ჩვენს მიმართ და შემდეგ ისევ გააგრძელა თავისი აგრესიული ქმედებები ჩვენს მიმართ". - თქვა სალომე გოგებაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

კომენტარები