მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში, იმ პერიოდის დაწყებას, როდესაც ნამდვილი რეფორმები დაიწყება, ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმოდგენილი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ჩემი მოლიდინია ძალიან ოპტიმისტური, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ემიგრაციიდან დაწყებული, დამთავრებული ჟურნალისტებით და ნებისმიერი ადამიანით, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველას მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ.
არჩევნები 2024
ხაზარაძე: ჩემი მოლოდინია ძალიან ოპტიმისტური, ეს გადამწყვეტი არჩევნებია ჩვენი ქვეყნისთვის
tbl.ge/6y1a
დაკოპირდა

ამბობს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




