აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2024

NYT/Siena: აშშ-ს არჩევნებში ტრამპისა და ჰარისის მიმართ მხარდაჭერა გათანაბრდა

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Ting Shen & Emily Elconin / Bloomberg

გამოცემა New York Times-ისა და Siena College-ის ბოლო კვლევით, აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისისადმი ეროვნული მასშტაბით ამომრჩევლების მხარდაჭერა 48-48%-ზეა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე ტრამპთან გათანაბრებული მაჩვენებელი კამალა ჰარისისთვის გაუარესებული შედეგია, რადგან წინა კვლევებში იგი ამომრჩეველთა მხარდაჭერის მხრივ წინ უსწრებდა ტრამპს.

8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ NYT/Siena-ს კვლევაში ჰარისის მხარდაჭერა 49%-ს შეადგენდა, ტრამპის კი - 46%-ს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მასშტაბით ტრამპისა და ჰარისის მხარდაჭერა, ბოლო კვლევის მიხედვით, გათანაბრებულია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დიდი ალბათობით 7 შტატი გადაწყვეტს, სადაც მთავარი ორთაბრძოლა გაიმართება.

ამ შტატებში - ჯორჯია, არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, უისკონსინი - ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რომ ტრამპსა და ჰარისს შორის რბოლა საკმაოდ მცირე სხვაობით წარიმართება.

კომენტარები