გამოცემა New York Times საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინელმა ჰაკერებმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპისა მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის, ტელეფონები ამოიღეს მიზანში.
გამოცემის თქმით, გამომძიებელი ამ დროისთვის მუშაობდნენ იმის დასადგენად, თუ რისი მოპოვება შეძლეს ჰაკერებმა.
ტრამპის საარჩევნო შტაბს მიმდინარე კვირაში აცნობეს, რომ ტრამპი და ვენსი მთავრობის შემადგენლობასა და მის გარეთ მყოფ იმ პირებს შორის იყვნენ, რომელთა მობილურის ნომრებიც სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-ის სატელეფონო სისტემებში შეღწევის შემდეგ ჰაკერების სამიზნე გახდა.





