გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც 2013-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით მას ბიძინა ივანიშვილისგან რამდენიმე "მოთხოვნა" ჰქონდა, რაზეც მან "მტკიცე უარი" თქვა.
ბაჩიაშვილის თქმით, "იმ დროს უკვე გასაგები იყო, რომ ამ მოდელში ჩემი თანამშრომლობა ივანიშვილთან კრახით იყო განწირული".
"მე ვერ გავხდებოდი მისი მარიონეტი, ივანიშვილს არ სჭირდება თანამებრძოლი, ივანიშვილს სჭირდება მარიონეტი, ივანიშვილს სჭირდება ადამიანი, მხოლოდ ის, ვინც გაახმოვანებს ივანიშვილის აზრებს, და გააკეთებს მხოლოდ იმას, რასაც ივანიშვილი მას უბრძანებს". - ამბობს ბაჩიაშვილი ინტერვიუში.