არჩევნები 2024

ხაზარაძე: სხვა პარტიები ალბათ იძლევიან დაპირებებს, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს

ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს, ეს არის გეგმა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ.

ეს არის ცხრაპუნქტიანი მოთხოვნების შესრულება, რომელიც ჩვენ ძალიან სწრაგად გაგვაწევრიანებს ევროკავშირში. ეს არის ათასლარიანი პენსია, რომლის ბაზა იქნება სამართლიანი დაბეგვრა სათამაშო და კაზინოების ბიზნესის. ეს არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, სადაც ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ ახალ პროექტებს, როგორიც არის ანაკლია, ანაკლიის ქალაქი, ქუთაისის გარშემო, კახეთი, იმერეთი და ასე შემდეგ, გვაქვს ეს გაწერილი.

ამ პროექტებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამას დავიწყებთ პირველივე სამ კვირაში ანუ ამ პროცესს და ამ კანონმდებლობაში ცვლილებებს  დავიწყებთ პირველივე სამ კვირაში. და სხვა პარტიები ალბათ იძლევიან დაპირებებს, მაგრამ ჩვენ, ძლიერი საქართველო, ვიღებთ ვალდებულებებს. ორი სხვადასხვა რაღაცაა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომ ამას გავაკეთებთ.

ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ძლიერი საქართველოს შემაჯამებელ საარჩევნი ღონისძიებაზე.

კომენტარები