Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკა

თომას ჰაკერი მომხდარ ჩხრეკებზე: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინება ხდება

საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ საგანგაშოა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის ინტერესებში უნდა იყოს. ამის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინება მიმდინარეობს. რა სირცხვილია.

წერს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი X-ზე.

ცოტა ხნის წინ, Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკეს. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.

კომენტარები