რუსეთის დუმამ ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის კანონის რატიფიცირება მოახდინა. ახალი კანონი ქვეყნების ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის სამხედრო დახმარებას გულისხმობს.
"თუ რომელიმე მხარე აღმოჩნდება სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ შეიარაღებულ თავდასხმის ქვეშ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა დახმარებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, 51-ე მუხლის შესაბამისად". – წერია კანონში.
კანონი დუმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რატიფიცირებისთვის მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს წარუდგინა.
ვლარიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 19 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს მოაწერეს.
როგორც სამხრეთკორეული გამოცემა რენჰაპი წერს, პუტინისა და კიმის შეთანხმება 1961 წელს ჩრდილოეთ კორეისა და სსრკ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას იმეორებს.
მედიების ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს აწვდის, რომლებიც უკრაინის ომში გამოიყენება.
14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ "კორეა პრაქტიკულად ომში ერთვება".