არჩევნები 2024

ყველა საარჩევნო კვლევა - 3 ტელეკომპანიის დაკვეთილი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები

არჩევნები 2024

ყველა საარჩევნო კვლევა - 3 ტელეკომპანიის დაკვეთილი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები

საპარლამენტო არჩევნებამდე არასრული სამი დღე რჩება. 23 ოქტომბერს სამმა ტელევიზიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული პარტიული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა - ტელეკომპანია იმედმა - Gorbi-ს, ტელეკომპანია მთავარმა - SAVANTA-ს, ხოლო ტელეკომპანია ფორმულამ - Edison Research-ის. 

სწორედ ეს სამი სოცოლოგიური გამოკითხვაა ბოლო კვლევები, რაც არჩევნებამდე ჩატარდა.

მთავარი არხის კვლევა

ბრიტანულმა  კომპანია SAVANTA-მ  ტელეკომპანია მთავარი არხისთვის, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. 

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის  -  19%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა  -  16%
  • ძლიერი საქართველო  – 9%
  • გახარია - საქართველოსთვის - 8%
  • გირჩი  - 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა -  5%

მთავარის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი. 

კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. 

როგორც მთავარი წერს, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

TV ფორმულას კვლევა

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%
  • კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%
  • გახარია - საქართველოსთვის - 11%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
  • სხვა პარტიები - 1%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.

TV იმედის კვლევა

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება ხმების 60.2%-ს მიიღებდა.

სამთავრობო მედიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 60.2% 
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 15.4% 
  • კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) - 9.0%
  • კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი)  - 3.3 % 
  • გახარია საქართველოსთვის - 2.9%
  • გირჩი - 2.8%
  • ლეიბორისტული პარტია - 2.0% 
  • პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო - 1.9 % 
  • სხვა პარტიები - 2.5 %

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია. 

კომენტარები