ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება ხმების 60.2%-ს მიიღებდა.
სამთავრობო მედიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 60.2%
- ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 15.4%
- კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) - 9.0%
- კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) - 3.3 %
- გახარია საქართველოსთვის - 2.9%
- გირჩი - 2.8%
- ლეიბორისტული პარტია - 2.0%
- პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო - 1.9 %
- სხვა პარტიები - 2.5 %
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.





