არჩევნები 2024

პარტიული რეიტინგები მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით

ცესკო

ბრიტანულმა  კომპანია SAVANTA-მ  ტელეკომპანია მთავარი არხისთვის, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. 

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის  -  19%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა  -  16%
  • ძლიერი საქართველო  – 9%
  • გახარია - საქართველოსთვის - 8%
  • გირჩი  - 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა -  5%

მთავარის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი. 

კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. 

როგორც მთავარი წერს, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 81%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

კომენტარები