საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების ახალ საარჩევნო კლიპს ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ცნობისთვის, გუშინ, 22 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ სოციალურ ქსელში ახალი საარჩევნო კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც იდენტურად იმეორებს ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კლიპის სცენარს.
ჟურნალისტის კითხვაზე, "უგეგმავენ თუ არა ქართულ ოცნებას კრემლის პროპაგანდისტები საარჩევნო კამპანიას", პაპუაშვილმა უპასუხა.
"თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმრობა რუსული მოვლენაა, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა, ეს არის რუსული მოვლენა.
მიხარია, რომ ამ საკითხით დაინტერესდით და მიხარია, რომ აზიარებთ ამ კლიპს, ჩვენ კლიპს ნახავს ბევრი ადამიანი და განსაკუთრებით, თქვენმა მაყურებელმა უნდა ნახოს ეს კლიპი ბევრჯერ". - თქვა პაპუაშვილმა.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

