ისრაელის დაზვერვის, შინ ბეთისა და პოლიციის ინფორმაციით, ჯაშუშთა წრე დაშალეს, რომელიც ირანის დაზვერვას ისრაელის სამხედრო ბაზებსა და ენერგეტიკისა თუ საპორტო ინფრასტრქუტურაზე ინფორმაციას აწვდიდა.
ირანისთვის ჯაშუშობა ისრაელის 7 მოქალაქეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს, ედება ბრალად.
"შეფასება არის ის, რომ ამ წრის წევრთა აქტივობამ სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა". - თქვა შინ ბეთის წყარომ გამოცემა Reuters-თან საუბრისას.
შინ ბეთისა და პოლიციის განცხადების მიხედვით, ბრალდებულები ირანს ინფორმაციას ასი ათასობით დოლარის სანაცვლოდ აწვდიდნენ.
განცხადების თანახმად, ჯაშუშების სამიზნეს, მათ შორის, ჰადერას ქალაქის ელექტროსადგური, პორტები, საჰაერო და საზღვაო ბაზები და ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, რკინის გუმბათის ელემენტები წარმოადგენდა.