ევროკავშირი-საქართველო

ჰერჩინსკი: წადით არჩევნებზე თქვენი შვილების მომავლისთვის

როგორც იცით, სამწუხაროდ, ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულზეა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ეს არის ქართული ხელისუფლების ქმედებების შედეგი.

როგორც ევროკავშირის ელჩს, ნამდვილად გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, სულ უფრო შორდება მას.

ნახეთ რა მოხდა მოლდოვაში - ხალხი გამოვიდა და რეფერენდუმით ევროკავშირში გაწევრიანებას ხმა მისცა. თუმცა, ყველა ხმა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, განსხვავება უმცირესი იყო. ამიტომ, გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა, თქვენი მომავლისთვის, თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი დიდი წარმატების ისტორიაა, ეს არის მშვიდობის პროექტი, ევროკავშირი განვითარების და ღირსეული ცხოვრების გარანტია.

თქვა 22 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბრისას.

კომენტარები