ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ TV იმედთან ინტერვიუში 13.5 წუთის განმავლობაში საკუთარ ფულზე ილაპარაკა. წამყვანმა მას ამერიკის ელჩის განცხადების შესახებ ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი უარს ამბობდა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე, "მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო". რობინ დანიგანის სიტყვებზე, რომ ივანიშვილმა თავისი კერძო ფინანსური ინტერესები საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა, ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ "პირიქითაა". ივანიშვილის მტკიცებით, ამერიკის ელჩთან შეხვედრა კონტრპროდუქტიული იქნებოდა კომპლექსის გამო - "ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ".
"სწორედ რომ პირიქითაა, რომ არ მინდა, საკუთარი ინტერესების სახარჯოდ ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს და ესაა მიზეზიც. მე შევეცდები, ეს რაც შეიძლება მოკლედ ავხსნა, მე რამდენად მეჩვენება და ვარ ვირტუალურ სამყაროში, რომ ვარ სანქცირებული და თურმე არ ვარ. პატარა განცხადებებს გავაკეთებ იმის გაგრძელებას, რაც ჩემს ადვოკატებს საზოგადოებისთვის უკვე აუხსნია.
როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად ორ კვირაში ყველანაირი აქტივი თუ რამე იყო ჩემი საზღვარგარეთ, ყველაფერი დააყადაღეს. მათ რიცხვში, ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი მქონდა შეძენილი, ისიც რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან, ხელოვნების ნიმუშებზე რაღაც საოცრებები ხდებოდა, რომ საწყობიდან ვერ გამოვიტანე ისეთი მიზეზები იყო, რომ სანამ ჟურნალისტები არ მოვაგროვე, სანამ რამდენიმე თვე არ გავიდა და არ ნახეს, რომ დიდი ხმაურით დაზარალდებოდნენ და არაფერი ჰქონდათ, მაგრამ მთავარი ის მოხდა, რომ ჩემი ფინანსური რესურსები, რომელიც შვეიცარიაში გამაჩნდა, ეს ის რესურსები არ არის, რაზეც სასამართლო მაქვს, რომელიც გრძელდება, ორ ადგილას მაქვს -ბერმუდასა და სინგაპურში. ეს არა, აი, რაც გადარჩა მაშინ დაყაჩაღებას, იგივე შვეიცარიის ბანკში გადავიტანე... კრედიტ სვისის ტრასტები უნდა დამეტოვებინა, ოღონდაც სხვა ბანკში გადავიტანე სამართავად, აი, იქ გამიჩერეს და წელიწადნახევარი სასამართლოებში მატარეს. ბერმუდასა და სინგაპურში არა...
გადარიცხვები ჩვეულებრივ რაც ხდება, 1-1.5 დღე, მაქსიმუმ 2 დღე სჭირდება საბანკო გადარიცხვას, წელიწადნახევარი არ მქონდა წვდომა ჩემს რესურსებზე. ეს თუ ნორმაა და მეჩვენება, საზოგადოებამ განსაზღვროს თვითონ.
და ის ფაქტი, რომ წელიწადნახევრის შემდეგ მე მივიღე წვდომა ჩემს რესურსებზე და დავიბრუნე, ეს მეორე ბანკში შვეიცარიის და არა კრედიტ სვისში, აღვადგინე და დღესაც მაქვს წვდომა ჩემს რესურსებზე, ძალიან საინტერესოდ ვითარდება თემა სინგაპურსა და ბერმუდას სასამართლოში, ნუ, ბერმუდა მესამე ინსტანციაში წავიდა, ეს აპრილში იქნება, კი ბატონო.
სინგაპურში მეორე ინსტანციამ დაასრულა, ფულის გადახდა დაავალა კრედიტ სვისს, ეს ფული დეპონირებული იყო თვითონ სასამართლოში პირველი ინსტანციის შემდგომ... 11 ივლისს, მე მგონი, დასრულდა, გამოიტანა დასკვნა სასამართლომ, რომ სასამართლო დასრულებულია და ფული გადაიხადეთ. ე.ი. კრედიტ სვისს არავითარი ვარიაციები აღარ დარჩა, ერთადერთი, რამდენადაც ბერმუდა და სინგაპურში ორ ინსტანციაში გვაქვს სასამართლო, იქ ფინანსების ნაწილში არის თანხვედრა, ორჯერ შეიძლება განმეორდეს... იქაც, სინგაპურზეც და ბერმუდაზეც, თანხები, როდესაც პირველი ინსტანციის შემდეგ დაარეზერვებინეს კრედიტ სვისს, თანხების გარკვეული ნაწილი არის კვეთაში ერთმანეთთან, მეორდება.
ამას, როგორც წესი, ექსპერტები ითვლიან, ჩვენი ექსპერტები და კრედიტ სვისის ექსპერტი. დათვლას რამდენი უნდა, ერთი საათი ალბათ, ორი საათი. 11 ივლისიდან მოყოლებული, სანამ დედლაინი არ დაუსვა სასამართლომ 29 სექტემბრამდე, მათი ქსპერტი შვებულებაში წავიდა, რაღაც პრობლემები ჰქონდა, მოკლედ, ორი თვე ითვლიდა. ამავდროულად, ის თანხა, პირველი დეპონირებული რაც იყო, ნაწილი, ვთქვათ შემცირებულია, მაგრამ ყოველდღიურად, ამ დროს 100 000 დოლარზე მეტი პროცენტის გადახდა უწევდა კრედიტ სვისს. არავითარი გამოსავალი აღარ იყო, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოსი იყო, ფულიც სასამართლოში იყო, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გაეჭიანურებინათ.ორი თვის განმავლობაში, თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტოს, მეჩვენება? ტყუილად იხდიდნენ 100 000 დოლარს თვეში? როგორი დიდი ბანკიც არ უნდა იყოს, არავის არ მოსწონს ეს, ხო? თანაც რისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ დრო გაეწელათ.
ამ დროს, კორელაციაში იყო განცხადებები დასავლეთიდან, რომ ივანიშვილი უნდა დავასანქციროთ, მეოთხედ უკვე სასირცხვილო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის, უამრავი განცხადებები ამ ფონზე, რომ ნახოთ, 11 ივლისიდან როცა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ექსპერტი იქით აჭიანურებდა, რომ ფული დროზე არ მიმეღო, ეს პროცესი ნახეთ და თვითონ ჩათვლით.
ჩემი დამოკიდებულება ამ თანხისადმი იყო ასეთი მარტივი, შეხვედრებს რაც შეეხება, მე ჯერ კიდევ წინა ელჩს ამერიკის, როცა შეხვედრებზე იყო საუბარი, კარგად განვუმარტე რამდენჯერმე.
მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ, ეს ელემენტარული უზრდელობაა. მე განვუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნებოდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
რამეთუ, ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი.
ხელოვნური სანქციები რომ მომეხსნას, მე ეს კომპლექსი რეალურად გამაჩნია - ყველა წესიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს, რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ.
მე ეს კომპლექსი გამაჩნდა და გამაჩნია, მხოლოდ ამ მიზეზით და რამდენიმე განმარტებით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით.
მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, რომ ამ ფულს სადაც გინდათ, იქით მივმართავ, მე ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს ეს, არსებობს დაბლოკილი არასწორად თანხები და მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ, რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთანაა კავშირში. მე ვერ ვიკადრებ იმას, რომ თუნდაც ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო, პოზიცია დავაფიქსირო - მოდი, აი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, ცუდი არ არის და ამ დროს, ვიცი, რომ მე იქ შეხვედრა მქონდა, რასაც არ დავმალავ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ.
ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი, რომ მე მე მაქვს ეს კომპლექსი... მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები, იქნებ, როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს.
ეს იყო მიზეზი ამ ყველაფრის, რომ სწორედ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადული ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და კარგად ვუმარტავდი, ბოდიშს ვუხდიდი - არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, არ იფიქროთ, რომ ამაყი ვარ, ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე" - თქვა ივანიშვილმა.
კითხვაზე, "თანხის გაყინვა" იყო წნეხი და ზეწოლის ბერკეტი? - ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე პასუხობს - "სხვა როგორ გავიგოთ?".
"როდესაც ფინანსებს ასე უხეშად გიჩერებენ, ისეთ სასაცილო პასუხებს მწერდა იგივე ჩემი ტრასტი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩემი [ინტერესები]... როდესაც თანხის გადარიცხვას ვთავაზობდი ჩემივე ანგარიშიდან, ბოლოს ასეთ სასაცილო პასუხებს გვცემდნენ - ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ თქვენი შვილები მშივრები არ დატოვოთ, საცინლად გვიგდებდნენ.. რომ თქვენ ქველმოქმედებაზე ძალიან დიდი თანხები არ დახარჯოთ და ჯობია, სასამართლომ გადაწყვიტოს, თქვენ გაქვთ თუ არა უფლება, დახარჯოთ ფული ისე, როგორც თქვენ მოგესურვებათ, არადა, მე ვიყავი ძირითადი, ვინც განკარგავს ანგარიშს და არასდროს მაგის პრობლემა არ მქონია.
თუ იმასაც ვერ გაიგებს საზოგადოება, რომ ორსაათიან დასათვლელს ორი თვე ითვლიდა ექსპერტი და ამ დროს შვებულებაშიც კარგად წავიდა, დაბრუნდა და სანამ სასამართლომ არ დაუწესა დედლაინი, იქამდე არ მიიღეს გადაწყვეტილება. ესაა რეალობა, რავიცი, მეჩვენება? შეიძლება, ვიღაცამ თქვას მაინც, რომ მოჩვენებები მაქვს, ოპოზიციას არ მოერიდება ამისი თქმის" - აღნიშნა ივანიშვილმა, სამთავრობო ტელევიზია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთი კვირის წინ ამერიკის ელჩს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ის ამბობს, რომ შეხვედრა არჩევნების შემდეგ ჩაინიშნა.
"როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედის სვისმა და ეს დასრულდა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა.
ვთქვი, რომ ის მიზეზები რაც იყო რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ჯანსაღი, რომ იქიდანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას. დანიშნულია შეხვედრა და მე მაქვს იმედი, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს სურვილი...
საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ რადგან პირდაპირ თქვეს, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ და არ მაქვს სურვილი, და ქვეყნის ინტერესების მაღლა საკუთარს ვაყენებ, არადა, პირიქით, მე მგონი, განმარტება საკმარისი გავაკეთე, რომ პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომ არ ვხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა, სინგაპურის სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია, აპრილშია ბერმუდას მესამე ინსტანციის სასამართლო და იქაც არაფერი, იქ სასამართლო მიდის იმიტომ, რომ დრო გააჭიანურონ, სასაცილოა, მოსამართლეები გაგიჟებულები იყვნენ - რატომ შეიტანეთ სამოქალაქოში, სასამართლო დარბაზშივე დასაჭერები იყვნენო, იმდენად ღია იყო ყველაფერი, იმდენად მარტივი იყო ყველაფერი, ახლა არ მოვყვები მთელ ისტორიას, ადვოკატებს ბევრი აქვთ ნათქვამი, მაგრამ დაწყებული იქიდან, როგორ იძარცვებოდა ანგარიში და იმის შემდგომ როგორ გრძელდებოდა, იქ სხვანაირს ვერაფერს ვერ იტყვი, გარდა იმისა, რომ ეს იყო შანტაჟისთვის გაკეთებული და იყო პირადად ჩემზე" - თქვა ივანიშვილმა.





