ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთი კვირის წინ ამერიკის ელჩს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. TV იმედის ეთერში ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ შეხვედრა არჩევნების შემდეგ ჩაინიშნა.
"როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა CrediT Swiss-მა და ეს დასრულდა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა.
ვთქვი, რომ ის მიზეზები რაც იყო რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ჯანსაღი, რომ იქიდანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას. დანიშნულია შეხვედრა და მე მაქვს იმედი, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს სურვილი" - ამბობს ივანიშვილი.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ იქამდე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც არ ხვდებოდა ამერიკის ელჩს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა კომპლექსის გამო - "ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ".
"მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ, ეს ელემენტარული უზრდელობაა. მე განვუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნებოდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
რამეთუ, ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი.
ხელოვნური სანქციები რომ მომეხსნას, მე ეს კომპლექსი რეალურად გამაჩნია - ყველა წესიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს, რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან - მოდი, მოვილაპარაკოთ.
მე ეს კომპლექსი გამაჩნდა და გამაჩნია, მხოლოდ ამ მიზეზით და რამდენიმე განმარტებით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით.
მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, რომ ამ ფულს სადაც გინდათ, იქით მივმართავ, მე ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს ეს, არსებობს დაბლოკილი არასწორად თანხები და მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ, რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთანაა კავშირში. მე ვერ ვიკადრებ იმას, რომ თუნდაც ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო, პოზიცია დავაფიქსირო - მოდი, აი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, ცუდი არ არის და ამ დროს, ვიცი, რომ მე იქ შეხვედრა მქონდა, რასაც არ დავმალავ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ.
ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი, რომ მე მე მაქვს ეს კომპლექსი... მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები, იქნებ, როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს.
ეს იყო მიზეზი ამ ყველაფრის, რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და კარგად ვუმარტავდი, ბოდიშს ვუხდიდი - არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, რომ ამაყი ვარ, ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე" - თქვა ივანიშვილმა.
კითხვაზე, "თანხის გაყინვა" იყო ზეწოლა? - ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე პასუხობს - "სხვა როგორ გავიგიოთ?".
"როდესაც ფინანსებს ასე უხეშად გიჩერებენ, ისეთ სასაცილო პასუხებს მწერდა იგივე ჩემი ტრასტი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩემი [ინტერესები]... როდესაც თანხის გადარიცხვას ვთავაზობდი ჩემივე ანგარიშიდან, ბოლოს ასეთ სასაცილო პასუხებს გვცემდნენ - ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ თქვენი შვილები მშივრები არ დატოვოთ, საცინლად გვიგდებდნენ.. რომ თქვენ ქველმოქმედებაზე ძალიან დიდი თანხები არ დახარჯოთ და ჯობია, სასამართლომ გადაწყვიტოს, თქვენ გაქვთ თუ არა უფლება, დახარჯოთ ფული ისე, როგორც თქვენ მოგესურვებათ, არადა, მე ვიყავი ძირითადი, ვინც განკარგავს ანგარიშს და არასდროს მაგის პრობლემა არ მქონია.
თუ იმასაც ვერ გაიგებს საზოგადოება, რომ ორსაათიან დასათვლელს ორი თვე ითვლიდა ექსპერტი და ამ დროს შვებულებაშიც კარგად წავიდა, დაბრუნდა და სანამ სასამართლომ არ დაუწესა დედლაინი, იქამდე არ მიიღეს გადაწყვეტილება. ესაა რეალობა, რავიცი, მეჩვენება? შეიძლება, ვიღაცამ თქვას მაინც, რომ მოჩვენებები მაქვს, ოპოზიციას არ მოერიდება ამისი თქმის" - თქვა ივანიშვილმა, სამთავრობო ტელევიზია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.





