ჯგუფი მგზავრები ზღვისუბნის პარკში გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
"მგზავრები ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.
რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის , თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა პოლიტიკური ელფერი მიიღო.
სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე". - წერს ჯგუფი Facebook-ზე.
-
კობახიძე მგზავრებზე: ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულებაა, იდენტური ხდება სლოვაკეთში
-
"ლიბერალური ფაშიზმია" - კალაძე მგზავრების კონცერტის გაუქმებაზე
-
"ვერ გაუძლეს ბულინგს" - თბილისის მერია მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებაზე
გუშინ, 17 ოქტომბერს, ჯგუფმა მგზავრებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
"მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია". - დაწერა ჯგუფმა Facebook-ზე.
თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტი, სადაც მგზავრებს უნდა ემღერა, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო.
თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად, 20 ოქტომბერს მოქალაქეებს ზღვისუბნის პარკში კონცერტზე ეპატიჟება, სადაც მათ "დაუვიწყარი საღამო ელოდებათ".