ეს არის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით.
მე 2 თვის წინ მოვისმინე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, 10-წუთიანი ვიდეომიმართვა, მას შემდეგ რაც პირველად გამოვიდა საავადმყოფოდან მასზე თავდასხმის შემდეგ. ის ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. 10-წუთიანი ვიდეომიმართვა იყო. ეს 10-წუთიანი მიმართვა, რეალურად, ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში.
ეს რას აჩვენებს იცით? რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოში და სლოვაკეთში, რაც იმას ნიშნავს, თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე იმ ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა, ლიბერალურ ფაშიზმს.
ამ შემთხვევაში ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე - მგზავრებზე. სამწუხაროდ, ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ, გარკვეულწილად, შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მძაფრი არის ხოლმე ლიბერალური ფაშიზმის თავდასხმები ამა თუ იმ პირის მიმართ, ამა თუ იმ ორგანიზაციის მიმართ, შესაბამისად, ამას აქვს ახსნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს.
თავის დროზე, როდესაც ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, უკვე ხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვა საქართველოშიც კი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სწორედ ლიბერალურ ფაშიზმს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ. როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან ლიბერალურ-ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში და არც ასეთ ჯგუფებს აღარ შეექმნებათ მოგვიანებით პრობლემა.