არჩევნები 2024

იმისთვისაა, რომ მედიამ კითხვები დასვათ – ბოჭორიშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

ქართული ოცნების წევრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებას მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ ჟურნალისტებმა კითხვები დასვან და შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი. 

"ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი. მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს" - თქვა ბოჭორიშვილმა. 

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა, ასევე კომისიის სხვა წევრებმა - რიჩარდ ჰადსონმა და მარკ უიზიმ - და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დაფნა რენდმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

კომენტარები