არჩევნები 2024

კორძაია: წნორში, მოხუცებულთა თავშესაფარში 31 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, წნორში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანდაზმულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.

"წნორში, მოხუცებულთა თავშესაფარში 31 ადამიანს პირადობის მოწმობა გამოართვეს და ქართული ოცნების ოფისში წაიღეს [...] აქედან, 22 პირადობის მოწმობა ხანდაზმულის იყო, 9 - კი თავშესაფრის თანამშრომლის. ჩვენ თითოეული მათგანის, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენების სახელები და გვარები ვიცით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მივმართავთ, რომ ამ საკითხის გამოძიება დაუყონებლივ დაიწყოს". - თქვა კორძაიამ.

ასევე, კორძაიამ თქვა, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს, აჭარაში, პოლიციელებმა მათი წარმომადგენლები უკანონოდ გააჩერეს, მანქანა ჩამოართვეს და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. 

კორძაია ამბობს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდიან.

კომენტარები