შეწყალება

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 ოქტომბერს, 12 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. 2 მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ასევე, შეწყალების აქტი შეეხო 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან". - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები