ავღანეთი

თალიბანმა უზბეკეთს საზღვარზე მდებარე სავაჭრო ცენტრში კონცერტების გაუქმება სთხოვა

სავაჭრო ცენტრი ავღანეთისა და უზბეკეთის საზღვარზე
24.uz

თალიბანის წარმომადგენლებმა უზბეკეთს საზღვარზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ტერმეზში მუსიკალური ღონისძიებებისა და კონცერტების გაუქმება სთხოვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ავღანეთის მოქალაქეებს ტერმეზში შესვლა აეკრძალებათ. 

ავღანეთის მოქალაქეებს საზღვარზე მდებარე სავაჭრო ცენტრის სტუმრობა და შენაძენების გაკეთება ვიზის გარეშე შეუძლიათ.

2021 წლიდან ავღანეთში მუსიკის მოსმენაზე შეზღუდვა ამოქმედდა. საზოგადოებრივ ადგილებში მუსიკის ჩართვა აკრძალულია. 1996-2001 წლებში, თალიბანის პირველი მმართველობისას მუსიკის მოსმენა კანონით აკრძალული იყო.

კომენტარები