არჩევნები 2024

მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას – კოალიცია ცვლილებისთვის

"მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას" - კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია საერთო კოალიციური განცხადებით პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება. 

"პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.

შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას" - წერია კოალიციის განცხადებაში. 

პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარუდგენს საზოგადოებას. 

კომენტარები