არჩევნები 2024

სასამართლომ 3 ოპოზიციური არხი ოცნების საარჩევნო რეკლამის არ გაშვებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ მთავარი არხის, ფორმულას და ტვ პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა და მედიებს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ინფორმაციას ოპოზიციური მედიები თავად ავრცელებენ.

9 ოქტომბერს მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად ცნო.

ტელეკომპანია პირველმა, TV ფორმულამ და მთავარმა არხმა ერთობლივი განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".

კომენტარები