არჩევნები 2024

მოქალაქე აღწერს, როგორ ჩასვეს და შემდეგ ამოიღეს საკონსულო აღრიცხვიდან

როგორც ვენაში მყოფი მოქალაქე ნანუკა მიქელაძე სოციალიურ ქსელში წერს, ამომრჩეველთა ბაზაში 8 ოქტომბრამდე აქტიური სტატუსი ჰქონდა, 9 ოქტომბერს შეამოწმა და საკონსულო აღრიცხვაზე მყოფის სტატუსი მოეხსნა. 

"28 სექტემბერს, ავსტრიაში ჩამოვედი დილის 8 საათზე, საღამოს 8-სკენ გავაკეთე განაცხადი საკონსულო აღრიცხვაზე. მომივიდა მეილი - საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის მიღების დადასტურება.

ორშაბათს რომ არ მომივიდა დასტური უკვე აღრიცხვაზე დადგომაზე, დავრეკე საკონსულოში, გადაამოწმეს სისტემაში და მითხრეს რომ ვარ საკონსულო აღრიცხვაზე, ჩემი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა. კითხვაზე მეილი რატომ არ მომივიდა, მითხრეს, რომ ალბათ სპამში ჩავარდა. ვკითხე იყო თუ არა ჩემგან რაიმე საჭირო, რაზეც მითხრეს, რომ არა, შემეძლო ხმის მისაცემად ვენაში ჩავსულიყავი. რამდენჯერმე გადავამოწმე ბაზაში ჩემი თავი 8 ოქტომბრამდე, სტატუსი იყო აქტიური.

9 ოქტომბერს ისევ შევამოწმე, სტატუსი - მოხსნილი. 2 დღეა ვრეკავ, მეუბნებიან, რომ “გამართულმა სისტემამ” ვერ აღიქვა, რომ საქართველოში აღარ ვიყავი. კითხვაზე, მაშინ რატომ დამიდასტურეს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა (სატელეფონო საუბრისას), პასუხი არ აქვთ" - წერს მიქელაძე.

კომენტარები