არჩევნები 2024

კალაძე: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს

თუ გვინდა, რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება; თუ გვინდა, რომ ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნოს და სახელმწიფო მხოლოდ ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს - ამისთვის, საჭიროა, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საქართველოს ხვალინდელი დღისთვის თქვენი მხარდაჭერა და მაქსიმალური მობილიზება გადამწყვეტია. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს - მშვიდობის, საქართველოს ინტერესებისა და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად. 

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები