როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე?
ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ.
რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია - სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის
ნაციონალურ მოძრაობას ადარებთ ქართულ ოცნებას?
თქვენ კი გინდათ, რაღაცები შეადაროთ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს; 2024 წელია, ქვეყანა განვითარდა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ქვეყანაში დემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს - როგორ შეიძლება, შეადარო 2012 წლის ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას?
რას შვრებოდნენ მაშინ, ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ამას ვამბობ სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი, სულში აფურთხებდნენ ადამიანებს.





