საქართველო ირჩევს ევროკავშირს - არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩემი ხმა ევროკავშირს, სასამართლოს გუშაგის, საქართველოს ევროპული ორბიტის, ყვარლის ევროკლუბის, დემოკრატიის მცველების, საფარის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ორგანიზებით, 20 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.
"საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე საქართველო ირჩევს ევროკავშირს! ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:
- მარჯანიშვილის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- რესპუბლიკის მოედანი;
- 300 არაგველის მოედანი.
და როგორც ადრე - შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.
ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ ᲐᲠᲐᲕᲘᲡᲘ ᲡᲮᲕᲘᲡᲘ, ᲔᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ!" - წერია მარშის აღწერაში.