ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა. მეორე დღეა, პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მომავალი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
"ამ შეხვედრაზე ჩვენთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების ისევე მყარად სწამს და სჯერა, როგორც თითოეულ ჩვენგანს. პრეზიდენტის მოლოდინია, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ იტყვის - კი ევროპას [...]
რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს. დაუშვებელია, არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები იმგვარად გაიწელოს, რომ რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება დროულად მოხდეს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი აქაც მნიშვნელოვანია და მივესალმებით იმას, რომ მან წინსმსწრები ნაბიჯები უკვე გადადგა იმისთვის, რომ პარტიებმა ამ საკითხზე მსჯელობა აქტიურად დავიწყოთ. ამ ეტაპზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატის კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა". - თქვა ბოკუჩავამ ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ.
-
ხაზარაძე: პრეზიდენტთან კანდიდატურებზე არ გვისაუბრია, ეს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს
-
კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა – გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრაზე
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებთან ორბელიანების სასახლეში პრემიერობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.